შესვლა

ან

სამეგრელო-ზემო სვანეთი
map

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით.

წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის,  სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.

აქ გაიცნობთ სხარტ მეგრელებსა და ზვიად სვანებს, აღფრთოვანდებით ბუნებით, ხალხური რეწვის ნიმუშებით, ტრადიციებით, კულტურითა და ფოლკლორით...

image

მიმართულებები

საქართველო ძალიან მდიდარია ნაირგვარი ლანდშაფტით, საოცარი ბუნებით თუ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლებით და ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად საპატიო ადგილს იკავებს სამეგრელო. უძველესი ნამოსახლარები, უნიკალური ტაძრები და ციხესიმაგრეები საოცარ ისტორიებსა თუ მითებს გვიამბობენ და ზღვარი ქრება კიდეც ლეგენდასა და რეალობას შორის. ეს მხარე ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით. 

კლდეებში ნატვრისთვალივით ჩაბნეული ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მორევია ყველა მნახველისთვის. 

სამეგრელოში მდებარეობს ენდემური სახეობებით მდიდარი კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი

შეუძლებელია არ გაგაოცოთ მრავალტონიანმა ლოდმა, რომელსაც ქუაქანცალიას ეძახიან, რადგან ხელის მცირე შეხებაზეც კი ირწევა. 

როგორც ხედავთ, ამ მხარეში სხვადასხვა გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვნოს თავისი პატარა სამოთხე.

ოდიშის სამეფოს სასახლეებში აღმოაჩენთ დიდი ცივილიზაციის ფესვებს, გაიგებთ, რომ სწორედ აქაა მართლმადიდებელთა უდიდესი სიწმინდე- ღვთისმშობლის შესამოსელი, მუზეუმებში წააწყდებით უამრავ საინტერესო ექსპონატს, ზუგდიდში იხილავთ უნიკალურ ბოტანიკური ბაღს.

აქ იმართება დიდი დღესასწაულები ვლაქერნობა და კვირიკობა, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, სპორტულ-გასართობი სანახაობები-მარულა, ხინტკირია, ბაზიერთა  ქორ-შევარდენ-მიმინოთი ნადირობა.

ანტიკურ ხანაში სამეგრელო კოლხეთის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. კოლხეთი მთლიანად მოიცავდა დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას. თანამედროვე ეპოქამდე ამ რეგიონს ლაზიკის და ეგრისის სახელწოდებებითაც იცნობდნენ, მისი პოლიტიკური ცენტრი არქეოპოლისი (ან ნოქალაქევი) იყო. სწორედ ნოქალაქევს უკავშირდება არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითი.


ბუნება

ჩვენ მხარეში იდუმალი მღვიმეებია, გასაოცარი კანიონები. რობინ ჰუდის კოლხურ ანალოგს, მაცი ხვიტიას, რუხისა და სხვა, ათობით ციხეში იპოვით. სამეგრელოს ბარისა და სვანეთის მთის კონტრასტი, ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიმუშები, ციხე დარბაზები, საგვარეულო კოშკები გაგაოცებთ!

აქ არ ვებრძვით ქარის წისქვილებს, თუმცა, ენგურის გრანდიოზულ კაშხალზე ნახავთ, როგორ ვიმორჩილებთ წყლის სტიქიას!  აქ შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი!

პოზიტიურ შთაბეჭდილებებს ეძებთ? გსურთ იხილოთ ფრინველთა მიგრაციის საოცარი სანახაობა, დალაშქროთ საუცხოო ადგილები, ითხილამუროთ, განიცადოთ წყალქვეშა სამყარო, ნახოთ ულამაზესი ტბები, უფსკრულები  და ჩანჩქერები, თუნდაც ერთი დღით მოირგოთ მეჯოგეების, ფერმერთა ამპლუა?!- ყველაფერ ამას ამ მხარეში იპოვით!

მარშრუტები

მარშრუტი ტობავარჩხილის ტბამდე
icon 7 place
სრულად arrow
მარშრუტი ინწრას ჩანჩქერამდე
icon 7 place
სრულად arrow
ტური: დადიანების კვალდაკვალ
icon 7 place
სრულად arrow
მარშრუტი ყვირას მთა-ქუაქანცალიამდე
icon 7 place
სრულად arrow
ტური: სამეგრელოს სიწმიდეები
icon 7 place
სრულად arrow
ტური: მთიანი სამეგრელოსკენ - ლაკადა
icon 7 place
სრულად arrow

პარტნიორები