ალექსანდრე დიუმა ამბობდა- ,,ქართულ სამოთხეში მოვხვდიო“, თუმცა ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მხარეში მოგზაურობისას გაგონილი კოლხი ფეოდალის გმირობის ამბავი, სახელოვან გასკონელსა და ფიცის ერთგულ მუშკეტერებსაც კი აღფრთოვანებაში მოიყვანდა! ესტუმრეთ ხობს და გაიგეთ ლეგენდადქცეული ცოტნე დადიანის თავდადების ამბავი! მის საძვალეს ხობის მონასტერში აღმიოჩენთ, მონასტრის კედელზე კი ფრესკას!
ხობის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ტაძრისაგან, სასახლისაგან, სამრეკლოსა და გალავნისაგან შედგება. მეათე საუკუნიდან დღემდე, ეს ადგილები მხარის დიდებულებასა და მრწამსზე მოგიყვებათ- აქ ნანგრევებიც კი საუბრობენ!