ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
ინწრას კანიონი მნახველის აღფრთოვანებულ ემოციას პირველი დანახვისთანავე იწვევს. მდინარე ინწრას აუზში მდებარე მღვიმეში განსაკუთრებით მრავლადაა წარმოდგენილი ჰელექტიდები, სტალაქდიტები და სტალაგმიტები. სწორედ ამ მღვიმედან გამოდის ის შენაკადი, რომელიც ჩანჩქერს წარმოქმნის. აქ, კოლხური ბზის ულამაზეს კორომებსა და ხავსმოდებულ ლოდებს შორის, უდაოდ, შემოქმედი ხდები!
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.