ბუნების ნამდვილ ძეგლს, მარტვილის კანიონს აღმოაჩენთ მარტვილიდან 10 წუთის სავალზე. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, სიგანე, 10 მეტრს აღწევს. კანიონის ზედა ნაწილში შეძლებთ ნავით გასეირნებას, ხოლო ქვედა ნაწილში დაგხვდებათ განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ოფუცხოლე, რომელსაც ეძახიან „დადიანების საბანაოს“. მარტვილში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად მოგცემთ საშუალებას შეიგრძნოთ ამ ადგილის უნიკალურობა. მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, ხიდები, სამი გადასახედი პლატფორმა, საიდანაც იშლება თვალწამრტაცი ხედები.
მარტვილის კანიონს შეგიძლიათ ეწვიოთ მთელი წლის მანძილზე, წლის ნებისმიერ დროს ის აღგაფრთოვანებთ თავისი გამორჩეული, თითქმის ხელშეუხებელი ბუნების სილამაზით.