ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
სენაკიდან რამდენიმე კილომეტრში მარტვილისკენ, გზის მარჯვენა მხარეს, ლევან II-ის მიერ აგებული აგურის ეკლესია შემოგხვდებათ. აქ ადრე ქალაქი ყოფილა გაშენებული, რომელიც დღეს სოფელ ძველ სენაკად იწოდება. აქვეა სამეგრელოში გახსნილი ერთ-ერთი პირველი სკოლა, სადაც XIX-XX საუკუნის მრავალ ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს უსწავლია. სოფლის ცენტრშივე დგას 800 წლის ჭადრის ხე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.