თუ თქვენ მიუვალი ადგილები გხიბლავთ და გინდათ ფეხი დაადგათ იქ, სადაც ერთეულები ახერხებენ, სოფელ თაიაში ოცინდალეს მიაშურეთ. იქ XI-XII საუკუნეებში ნაგები, განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაგხვდებათ.
ოცინდალედან ულამაზესი ხედი იშლება სამეგრელოს მთისწინეთის თითქმის ყველა სოფელზე, საიდანაც განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლა, როდესაც ჰორიზონტზე შავი ზღვის ნაპირები ირეკლება.
ოცინდალედან 4 კილომეტრში, ენდემური მცენარეულობით დაფარული მთის ბილიკების გავლით, კარსტულ პარკში მოხვდებით ჯერ კიდევ შეუსწავლელი მღვიმეებითა და უფსკრულებით.