შესვლა

ან

მესტია

სვანეთის ცის ქვეშ განსაცვიფრებლად ლამაზ კოშკებს იხილავთ. დღეს ამ მხარეში, თითქმის ყველა სოფელში 100-მდე საგვარეულო კოშკია შემორჩენილი. ჩვენი ფასდაუდები სიმდიდრე, მხოლოდ ამ მხარისათვის დამახასიათებელი თავდაცვითი ნაგებობები, არქიტექტურის სასწაულად იწოდება და  UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.

რიყის ქვისა და ლოდებისგან კოშკებს სვანეთში მერვე საუკუნიდან აგებდნენ და თავდაცვითი დანიშნულების გარდა, სახლის ძირითადი ნაწილის გამაგრებას ემსახურებოდა.

აქ, სვანეთის ეცერში ნახავთ დადეშქელიანთა, დემეტრიანთა საგვარეულო კოშკებს

ერთი კოშკი, კი კალაში, მაინც განსაკუთრებულია- სიყვარულის კოშკს ეძახიან. ეს კოშკი მზეთუნახავი ქალიშვილისთვის, ბეშქენზე თავდავიწყებით შეყვარებული მიაგულისთვის, აუგია მამას. ამ ადგილზე სატრფოზე მგლოვიარე მიაგულის ხმას, თურმე, ენგურის ღმუილი დღემდე ახშობს..

პარტნიორები