ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადში, მღვიმედან გამომავალი ჩანჩქერი 40 მეტრის სიმაღლიდან ეცემა და 12 მეტრიანი დიამეტრის ორმოს ქმნის. საოცარია წყლის ბობოქარი ძალა- ამ დროს თითქოს ჩანჩქერი მდუღარე ლავას გავს და ულამაზეს ცისარტყელას წარმოქმნის. ხშირი ტყით დაბურული გარემოს და კიდევ ორი, შედარებით მომცრო ჩანჩქერების ხილვა ვიზიტორებს გულგრილს ვერ ტოვებს. აქ კარსტული მღვიმეების მთელი კასკადი და შეუცნობელი ბუნების იდუმალება მეფობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.