ერთ დროს, ძლევამოსილი, ოქრომრავალი კოლხეთის სამეფოს ნაშთებს, ციხე-გოჯის ნანგრევებში იპოვით. ქრისტეშობამდე III საუკუნეში აგებული ციხე-ქალაქი დღესაც მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს.
სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ადრეული შუა საუკუნეების მრავლისმეტყველი მოწმეა.
აქ ნანგრევებიც კი დიდებულია- თუ ქიმერები აიშლებიან, თვალნათლივ დაინახავთ, როგორ იჭრება აქ პირველი კოლხური მონეტა- კოლხური თეთრი! დიახ, თქვენ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში მოგზაურობთ! ხედავთ, როგორ ამოიმართება თქვენ წინ ამავე ეპოქის გრანდიოზული ტაძარი- ორმოცი წმინდა მოწამეს უძველესი ქრისტიანული ეკლესია!..
ეს ადგილი ნამდვილი ოაზისია მკვლევარებისა და სიძველის მოყვარულთათვის!
იჩქარეთ- აღმოაჩინეთ ელინისტური ხანის ორმო და ქვევრსამარხები, ოქროსა და ბრინჯაოს ხელთუქმნელი ნივთები, გასაოცარი კერამიკული ქანდაკებები!