შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

სოფელ წაჩხურუში, მთიანი სამეგრელოსკენ მიმავალი მთავარი საავტომობილო გზიდან 12 კილომეტში, XVII საუკუნის წაჩხურუს მონასტერს აღმოაჩენთ. ხალხში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, ეს ტაძარი ოჯახური სიძლიერისა და ნაყოფიერების განსაკუთრებული მფარველია. სწორედ ამიტომ აღდგომის შემდგომი კვირის ყოველ ხუთშაბათს მთელი საქართველოდან აქ ათასობით მომლოცველი მობრძანდება.

აქვე მონასტერთან მოწყობილი გადმოსახედიდან მდ. ტეხურის ხეობის საოცარი ჰორიზონტი იშლება. გზის გაყოლებაზე მთისკენ რამდენიმე პატარა ტბაც შეგიძლიათ მოინახულოთ.

პარტნიორები