შესვლა

ან

ბუნება

მთიან სამეგრელოში, სოფელ კურზუდან 3 კმ-ში, მდ. ოჩხომურის სათავეებში ულამაზესი ჩანჩქერი მდებარეობს. სამ საფეხურიანი კასკადის სიმაღლე 100-120 მ-ია, რომლის ძირში პატარ-პატარა ტბებია. ჩანჩქერის გარშემო არსებული ტენიანობა მიმდებარე ტერიტორიებზე თავისებური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას განაპირობებს: აქ მრავლადაა იშვიათი, ენდემური თუ რელიქტური სახეობა, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბზის კორომებს.

ჩანჩქერამდე შეგიძლიათ საფეხმავლო ბილიკით მოხვდეთ, რომლის გასავლელად 30 წუთი დაგჭირდებათ.

პარტნიორები