ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
მდინარე ჭანისწყლის ხეობაში მდებარე ეს საკურორტო დესტინაცია, გამორჩეულია ბუნებრივი სამკურნალო თვისებებით. აქ დაბალი მთის ჰავა ჰარმონიულადაა შერწყმული ქლორიდულ-სულფატურ-კალიუმიან და ნატრიუმიან მინერალურ წყლებთან. სქურის ჰავა და სამკურნალო წყლები საჭმლის მომნელებელი ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის სამკურნალო უნიკალური საშუალებაა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.