შესვლა

ან

ტურისტული მარშრუტები

საქართველო ძალიან მდიდარია ნაირგვარი ლანდშაფტით, საოცარი ბუნებით თუ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლებით და ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად საპატიო ადგილს იკავებს სამეგრელო. უძველესი ნამოსახლარები, უნიკალური ტაძრები და ციხესიმაგრეები საოცარ ისტორიებსა თუ მითებს გვიამბობენ და ზღვარი ქრება კიდეც ლეგენდასა და რეალობას შორის. ეს მხარე ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით. კლდეებში ნატვრისთვალივით ჩაბნეული ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მორევია ყველა მნახველისთვის. სამეგრელოში მდებარეობს ენდემური სახეობებით მდიდარი კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი. შეუძლებელია არ გაგაოცოთ მრავალტონიანმა ლოდმა, რომელსაც ქუაქანცალიას ეძახიან, რადგან ხელის მცირე შეხებაზეც კი ირწევა. როგორც ხედავთ, ამ მხარეში სხვადასხვა გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვნოს თავისი პატარა სამოთხე.

პარტნიორები