წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მოქანავე ლოდი „ქუაქანცალია“, რომელიც მნახველს აღაფრთოვანებს თავისი გამორჩეული, იდუმალი, მისტიური თვისებით - მის ერთ-ერთ მხარეზე ოდნავ შეხებით, ლოდი რყევას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს, ხოლო თუ ძლიერად კრავთ ხელს, ვერც კი დაძრავთ.
ქუაქანცალიას გარშემო იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც მისტიურ ლოდთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ!