ტური მოიცავს შემდეგი ადგილების დათვალიერებას:
- დადიანების სასახლე და კარის ეკლესია (ღვთისმშობლის კვართი)
- ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარი
- ცაიშის მონასტერი (მე-11 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ძეგლი)
- ხობის მონასტერი (აქ ინახებოდა ღვთისმშობლის წმინდა კვართი და საარაუდოდ, აქვეა წმინდანად შერაცხული გმირის - ცოტნე დადიანის საძვალე))
- მენჯის მთავარანგელოზი (წმ. ალექსი შუშანიას მიერ აგებული ტაძარი და მისი საფლავი)
- თეკლათის დედათა მონასტერი (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სულიერი მოძღვრის - შიო ძიძავას საფლავი, ღვთისმშობლის მიძინების ხატი და უძველესი სულიერი კერა)
- ნოქალაქევის ტაძარი (ორმოცმოწამეთა სახელზე აგებული მე-5 საუკუნის ერთ-ერთი უიშვიათესი ბაზილიკური ტაძარი)
- მარტვილის მონასტერი და ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენცია
- სალხინოს ეკლესია
საწყისი წერტილი: ქ. ზუგდიდი
დაბინავება: ქ. მარტვილი და ქ. ზუგდიდი