შესვლა

ან

ტურისტული მარშრუტები

აღწერა

მარშრუტი მიუყვება შედარებით ნაკლებად ცნობილ სამთო ბილიკებს ყვირას მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე. მწვერვალიდან თქვენ შეძლებთ დატკბეთ, სამხრეთით, კოლხეთის ველის პანორამული ხედებით, ხოლო, ჩრდილოეთით, კავკასიის მაღალი მთებით, თუმცა ტურის მსვლელობისას ხედები ძირითადად დაფარულია. სამაგიეროდ, სანახაობის კომპენსირებას შეძლებთ იმავე  მთაზე ,,ქუაქანცალიას" დათვალიერებით. ,,ქუაქანცალია" კირქვული ლოდია, რომელიც სიმაღლე 1.75 მეტრია, სიგანე 2.10 მ, ხოლო წონა დაახლოებით 10-12 ტონაას აღწევს. ქუაქანცალიას ლოდი საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური ბუნების ძეგლია და იმით არის საინტერესო, რომ მიუხედავად მისი ზომებისა, სუსტი მიწოლითაც კი ქანაობას იწყებს.

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღიანი

ტურის მარშრუტის გავლას, რომელიც მოიცავს სოფელ ჩქვალერიდან ყვირას მთის მიმართულებით გასვლას და, უკან, კურორტ სქურში დაბრუნებას, დაახლოებით ორი დღე დასჭირდება.

სირთულე: საშუალო

ყვირას მთიდან ჩამოსასველი ტურისტული გზა მარკირებული არ არის და, ამიტომ, ცოტა პრობლემატურია, თუმცა არა იმდენად, რომ მარშრუტი რთულად ჩაითვალოს. 

როგორ მოვხვდეთ ჩქვალერში:

იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდსა და ჩქვალერს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, გირჩევთ აიყვანოთ ტაქსი, რომელიც 40-50 ლარი დაგიჯდებათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ ,,მარშრუტკით" ჯვარამდე და იქიდან აიყვანოთ ტაქსი ჩქვალერამდე, რომელიც 20 ლარი დაგიჯდებათ. ყველაზე იაფი ვარიანტია, გაყვეთ ,,მარშრუტკას" ჯვარამდე და შემდეგ გააგრძელოთ გზა ფეხით, მაგრამ არ გირჩევთ, - რუკაზე ასე არ ჩანს, თუმცა გზა არის ვიწრო, დამღლელი და გორაკ-ბორცვიანი.

როგორ წამოვიდეთ სქურდან:

ეს არც ისე იოლია. ბოლო სალაშქრო წერტილიდან, კიდევ გჭირდებათ 5 კილომეტრი ფეხით გაიაროთ, სანამ მთავარ გზას მიაღწევთ. აქედან შეძლებთ გააგრძელოთ გზა ავტოსტოპით ან ტაქსით (დაახლოებით 40 ლარი დაგიჯდებათ). უფრო მარტივია, როდესაც ზუგდიდში მოხვდებით (ტურის დაწყებამდე), წინასწარ გამოართვათ რამდენიმე ტაქსის მძღოლს ტელეფონის ნომერი. თქვენ ნამდვილად გამოგადგებათ ეს ნომრები, როდესაც ყვირას მთის ტურიდან სქურში დაბრუნდებით და ტრანსპორტის მოძებნა მოგიხდებათ. 

მარშრუტის დეტალები

  • ხანგრძლივობა: 2 დღე
  • მანძილი: 28 კმ
  • სირთულე: საშუალო
  • სეზონი: გაზაფხული
  • აღჭურვილობა: მსუბუქი

პარტნიორები