შესვლა

ან

ზუგდიდის დადიანების სასახლე

ისტორიული ოდიშის სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ -კულტურული ცენტრი - ზუგდიდი გამორჩეულია XIX საუკუნეში აგებული, ევროპული ტიპის სასახლეებით.

სამეგრელოს დედოფალ ეკატერინეს, ლაზი ოსტატები, საგანგებოდ მოუწვევია და მათთვის სასახლის აივნისა და ჭერის გამორჩეულად გაწყობა დაუვალებია. ასე შექმნილა ათი ათასზე მეტი ხელნაკეთი ხის დეტალით  გაწყობილი და ორმოცდაათი ათასზე მეტი ულამაზესი კოლხური ორნამენტით დამშვენებული დედოფლის სასახლის აივნის ჭერი!  ის გაგაოცებთ!

ნიკოსეული სასახლე კი, ქვის ულამაზესი აივნითა და  საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზით, აღფრთოვანებაში მოგიყვანთ!

სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე- დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეები ამჟამად სამუზეუმო კომპლექსის ნაწილია. სამუზეუმო კომპლექსში შედის, აგრეთვე, საკათედრო ტაძარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი.

მუზეუმი სასახლეში თავად დავით დადიანს, XIX საუკუნის შუა წლებში გაუხსნია. აქ ინახებოდა ანტიკურ ქალაქში, - არქეოპოლისში (დღევანდელი ნოქალაქევი) აღმოჩენილი უნიკალური  ნუმიზმატიკური მასალა,  დადიანთა კოლექცია, საბრძოლო და შრომის იარაღების ნიმუშები.

თუ იტალიის ტურინი ქრისტეს სუდარას სავანეა, ზუგდიდში ღვთისმშობლის შესამოსელია დაბრძანებული - ეს ისტორიულ ექსპონატებზე აღმატებულია!

ღონისძიებები

16 - July 2020
ვლაქერნობა
address ზუგდიდის დადიანების სასახლე

ზუგდიდში, სამეგრელოს ულამაზეს ევროპულ ქალაქში, 15 ივლისს სახალხო დღესასწაული, ვლაქერნობა იმართება. ამ დროს მართლმადიდებელი მომლოცველები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ზუგდიდში იკრიბებიან, რათა თაყვანი სცენ ქრისტიანთა ერთ-ერთ დიდ სიწმინდეს, ღვთისმშობლის შესამოსელს, რომელიც ამჟამად დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმშია დაბრძანებული.  წელიწადში ერთხელ, სწორედ ამ დროს   ხდება ამ სიწმინდის გამობრძანება მუზეუმიდან და მომლოცველები ლიტანიობით შემოატარებენ ქალაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიას.

ზუგდიდში, შენდება გრანდიოზული ტაძარი, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელს ატარებს, სადაც მოხდება შესამოსელის დაბრძანება და ყველა მომლოცველს საშუალება ექნება, ტურინში დავანებული იესოს სუდარის მსგავსად, ზუგდიდშიც მიეახლოთ ამ დიდ სიწმინდეს.

20 - აგვისტო 2020
ANAKLIA ECHOWAVES
address ზუგდიდის დადიანების სასახლე

მუსიკალური ფესტივალი Anaklia Echowaves თანამედროვე ელექტრონული, კლუბური მუსიკის ფესტივალის ტრადიციული ადგილია. ფესტივალი მესამე წელია ტარდება და ახალგაზრდების ძალიან დიდი მოწონებთ სარგებლობს. მთელი კვირის განმავლობაში, ანაკლიის მცხუნვარე მზისა და საოცარი ზღვის შემდეგ, Anaklia Echowaves საზღვაო და მუსიკალური ტურების მოყვარულთათვის, ნამდვლილი ოაზისია!

26 - November 2020
,,დია" - კოლხური ღვინის ფესტვალი
address ზუგდიდის დადიანების სასახლე

ფესტივალი ყოველი წლის შემოდგომაზე ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე ტარდება.

ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

arrow
arrow

პარტნიორები