შესვლა

ან

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი აფხაზეთის მოსაზღვრე, სამეგრელოს ორ ზღვისპირა ტურისტულ დესტინაციას, ანაკლიასა და განმუხურს ერთმანეთთან აკავშირებს. საფეხმავლო ხიდის   სიგრძე 540 მეტრია. გერმანელი არქიტექტორის, პიტერ ვალსერამის მიერ დაპროექტებული ხიდი ნიუ-იორკში გამართულ კონკურსში იყო წარდგენილი საუკეთესო საფეხმავლო ხიდის ნომინაციაზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიგრძის ხის ხიდი არათუ საქართველოში, მთელ ევროპაში არ არსებობს. ხიდის მოაჯირები და ბაგირები თანამედროვე და ორიგინალური განათებით არის განათებული. ეს ულამაზესი კონსტრუქცია წელიწადის ნებისმიერ დროს საუკეთესო ადგილია თოლიების გუნდის ნახვისა და ულამაზესი პეიზაჟით ტკბობისათვის.

პარტნიორები