შესვლა

ან

სისა ტურა- ეთნო სოფელი

,,სისა ტურა" - ზუგდიდთან ახლოს, ჩხორიაში მდებარე ეთნოგრაფიული სოფელია. აქ თავმოყრილი და გაცოცხლებულია სამეგრელოს კუთხის ყველაზე ავთენტური გარემო, ყოფის კულტურა და ტრადიციები. ღია ცის ქვეშ მოწყობილია გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მეგრული კარ-მიდამო, ტრადიციული კოლხური საცხოვრისის ტიპებითა და  უნიკალური საყოფაცხოვრებო ნივთებით. აქვე შეძლებთ თავად მოირგოთ ძირძველი მეგრელი მასპინძლის როლი და დაფქვათ სიმინდი უნიკალურ წყლის წისქვილში, მოამზადოთ მეგრული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და უმასპინძლოთ სტუმრებს. ეთნოსოფელში ხელოვნური ტბაცაა. ტბაში შეგიძლიათ ნავით ისეირნოთ, ითევზაოთ და მთლიანად შეიგრძნოთ ძველმეგრული სოფლის იდილია.

პარტნიორები