ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
ანაკლია-განმუხურის სანაპირო გამორჩეულია წყლის სისუფთავითა და დაცულობით. ზღვაზე დასვენებისა და გართობის მსურველთათვის ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი ბრწყინვალე ადგილია. აქ ფუნქციონირებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კეთილმოწყობილი პლაჟი საშხაპეებით, ექვსი ქვიშისა და ფრენბურთის მოედანი, სასტუმროები და გესთჰაუსები. ზაფხულში ტრადიციულად, აქ ტარდება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.