შესვლა

ან

ანაკლიის მშენებარე პორტი

თქვენ გაინტერესებთ, როგორ შენდებოდა მსოფლიოს ლეგენდარული ნავსადგურები, შანხაის, სინგაპურის, როტერდამის პორტები; ტანჯუნგ პელეპასი, ჯებელ ალი და თუნდაც  ფელიგსტოუ, უკვე აგებულია! თუმცა, შესაძლოა, თქვენი ოცნების ხომალდისთვის ნავსადგური სწორედ ახლა, მსოფლიოს უძველესი სავაჭრო გზის კავკასიის მონაკვეთზე, საქართველოს დასავლეთით  იგება!

ეს ანაკლიის პორტია!

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. გრანდიოზული მშენებლობის პროცესი სულ ცხრა ფაზად იყოფა და მასში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება და მას 10 000 კონტეინერით დატვირთული  (TEU) გემების მიღება შეეძლება!

თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თვალით იხილოთ, როგორ იქმნება თანამედროვე ცივილიზაცია -  ცენტრალური აზიისა და კავკასიის მთავარი კარიბჭე!

პარტნიორები