ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სალხინოში ორსართულიანი მარნით, მეგრული ოჯალეშის ვენახებითა და კოლხური ბზის უძველესი ნარგაობებით მიიქცევს თქვენ ყურადღებას. ღვინის ქვეყანა კიდევ ერთხელ გაგაოცებთ მონასტრის ბერების მიერ დაწურული ღვინოთი.
აქ შეგიძლიათ ულამაზესი ხედებით დატკბეთ, დააგემოვნოთ სხვადასხვა დაძველების ოჯალეში, დაისვენოთ მონასტრის ულამაზეს პარკში, დაათვალიეროთ დადიანების რეზიდენციის სასახლე და თუნდაც იქვე, მიმდებარედ გაშალოთ კარავიც.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.