შესვლა

ან

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია

დადიანებს მნიშვნელობით მესამე რეზიდენცია სოფელ სალხინოში ჰქონდათ.  თქვენს ყურადღებას მიიპყრობს საზაფხულო რეზიდენცია ორსართულიანი მარნით, წმ. გიორგის სახელობის დადიანების კარის ეკლესია, ჭადრის ხეებისა და ბზის კორომების დიდი ხეივანი გაშლილ მინდორზე და  ძალიან დიდი, მყუდრო, სასიამოვნო ეზო.

იონა მეუნარგია დადიანების სალხინოს სასახლეზე წერდა: „სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა.

აქ თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ისტორიულ მემკვიდრეობას, დააგემოვნოთ სხვადასხვა დაძველების ღვინო, დაისვენოთ მონასტრის პარკში და ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ გაშალოთ კარავი და დატკბეთ ულამაზესი გარემოთი.

პარტნიორები