ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
სოფელი დიდი ჭყონი უნიკალური ჩაის პლანტაციებით იყო განთქმული. საბჭოთა კავშირის ჩაით მომარაგება დიდწილად სწორედ აქედან ხორციელდებოდა. თუ მივიწყებული კულტურის აღორძინების მაგალითი გაინტერესებთ, დიდი ჭყონში არსებული ჩაის საწარმო თქვენთვის შესაფერისი ადგილია. აქ გულითადად გიმასპინძლებენ ნატურალური ჩაით და გაგიმხელენ მეგრული ჩაის უნიკალური გემოების მიღების ტექნოლოგიას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.