შესვლა

ან

მუხური

მუხური მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხობისწყლის ხეობაში. მუხური ითვლება ქართული მეფუტკრეობის ერთ–ერთ ცენტრად, ცნობილია ფუტკრის უნიკალური კოლხური ჯიშითა და "ლუგელას" მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებით. აქ შეიგრძნობთ მყუდრო ატმოსფეროს, საუკეთესო ადგილია სიმშვიდისა და ჰარმონიის მაძიებელთათვის.

ღონისძიებები

21 - აგვისტო 2020
მენჩურუა
address მუხური

,,მენჩურუა“ ანუ იგივე ,,წყალჭიდი“ იმართება მთიანი სამეგრელოს სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე, თამარ მეფის დროინდელ ხიდთან, ყოველი წლის აგვისტოს თვეში. სპორტული შეჯიბრება-ფესტივალი საკმაოდ პოპულარულია სოფელში და მასზე დასასწრებად როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან.

მეცნიერთა ვარაუდით, მენჩურუა ანუ წყალჭიდი კოლხ მებრძოლ ზღვაოსანთა შექმნილია და დაახლოებით 3 ათასწლოვან ისტორიას ითვლის. შეჯიბრება იმართება მდორე, ღრმა და სუფთა წყალში, მსაჯის ნიშანზე, მეტოქეები ერთმანეთთან ბრასით მიცურდებიან და ცდილობენ ხელის თავში, კისერში ან მხრებში ჩავლებით მოწინააღმდეგე ჩაძირონ. წაგებულად ითვლება ის, ვისაც თავზე წყალი გადაუვლის. შეჯიბრება ძიუდოს წონითი კატეგორიების შესაბამისად (7 წონით კატეგორიაში) და ძიუდოს ტურნირების მსგავსი სტრუქტურით იმართება. აკრძალულია წყლის განზრახ შეშხეფება, განზე გახტომა, გაქცევა, მაჯაში ხელის ჩავლება, ხელ-ფეხის ჩარტყმა, წელსა და ფეხზე ჩამოკიდება - ამ წესის დამრღვევი შეჯიბრებიდან იხსნება.

05 - აგვისტო 2020
ობოხუობა
address მუხური

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში აღინიშება ,,ობოხუობა“. ობოხუა, - არის 2 მეტრამდე სიმაღლის, ხისგან დამზადებული, მაღალი წყვილი ჯოხი, რომელსაც სამეგრელოში ჭაობებზე და მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ. ,,ობოხუობა“ გულისხმობს აღიშნული ოჩოფეხებით როგორც ხმელეთზე, ასევე მდინარე ხობისწყალზე სპორტულ შეჯიბრებას. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მიაღწევს ნაპირს აღნიშნული ,,სატრანსპორტო საშუალებით“. 

arrow
arrow

პარტნიორები