მუხურთან ახლოს მდებარე შურუბუმუ სპელეოლოგების საყვარელი ადგილია. მღვიმესთან ათასწლოვანი ბზის კორომები და ხავსმოდებული ლოდებია, თავად მღვიმეში კი ულამაზეს სტალაგმიტებსა და სტალაქტიდებს იხილავთ. მღვიმიდან უნიკალური მდინარე დეიძახი გამოედინება, რომელიც გაზაფხულზე მიწისქვეშეთიდან მოულოდნელად ჩნდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოულოდნელადვე ხავსებს შორის იკარგება. მღვიმის ასასვლელთან უზარმაზარი ლოდია, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, ეგრისის ქედიდან დევებმა გადმოაგორეს, რათა ხობისწყლის ხეობაში თევზაობისას წამომჯდარიყვნენ.