შესვლა

ან

ბუნება

ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლეების მიმდებარედ მდებარეობს. გაშენდა XVIII საუკუნეში, დავით დადიანისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ჭაჭავაძე-დადიანის ინიციატივით. ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო ორანჟერეა. ვერსალიდან საგანგებოდ გამოწერილი ხე-მცენარეებითა და ნერგებით გამდიდრდა ადგილობრივი უნუკალური ჯიშის ფლორა. საგანგებოდ მოწვეულმა მებაღეებმა, ჟოზეფ ბაბინმა და ძმებმა ზამბერლეტებმა, სხვადასხვა დროს, ბოტანიკურ ბაღს უნიკალური სახე და განუმეორებელი სტილი მიანიჭეს.

ბაღის ხელოვნური ტბა და მიმდებარე კუნძულები, თურმე, დედოფალ ეკატერინეს უსაყვარლესი ადგილები ყოფილა... ოდიშის გამორჩეულ  სტუმრების, მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ავსტრიელი ბერტა ფონ ზუტნერის, კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის საყვარელი ადგილიც! გადმოცემის თანახმად, დიდი კომპოზიტორი, ამ ადგილებში სეირნობისას, ტბაში მოცურავე ულამაზეს გედებს აღტაცებაში მოუყვანია-ასე გაჩნდა გენიალური ოპერის ინსპირაცია!

დრომ, ოსმალი ისკანდერ-ფაშას ბარბაროსობამ და გარემოებებმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა, ამჟამად დასრულდა ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია და უწინდებურად ყოველი მნახველი აღტაცებაში მოჰყავს.

პარტნიორები