შესვლა

ან

ბუნება

ფოქორის ულამაზესი ხეობა სოფელ პირველ მაისში მდებარეობს, ქ. ხობიდან 8 კილომეტრის დაშორებით, ხოლო სამეგრელოს მთავარი საავტომობილო გზიდან 4 კილომეტრში. აქ ურთის მთის სამხრეთ კალთაზე მდ. ჩხაია ულამაზეს ჩანჩქერებს ქმნის, რომლებიც მოქცეულია კოლხური ტყის სიმწვანეში. ადგილი ზაფხულში ბევრ დამსვენებელს იზიდავს. აქვეა ბევრი კარსტული გამოქვაბული (ე.წ. ქვაბები) და კირქვული წარმონაქმნები. ჩხაიას ჩანჩქერის მიმდებარედ გაშლილი ველია, რომელიც იძლევა ადგილზე საპიკნიკე ადგილების, ფესტივალების, კემპინგის მოწყობის საშუალებას. ჩხაიას ხეობა ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით ადვილი მისასვლელია.

პარტნიორები