ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
ტობას მღვიმედან გამომავალი ჩანჩქერი ონიორე, ბუნების ძეგლია. ეს საოცარი სანახაობაა! მღვიმედან გამომავალი მიწისქვეშა მდინარის მიერ წარმოქმნილი ინიორეს ჩანჩქერი, ჰადესის სამეფოდან გამოქცეულ პერსონაჟს უფრო გავს. 67 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და დედამიწას სილამაზეს ჩუქნის. ტობას მღვიმეში, მიწისქვეშა ჩანჩქერს თუ მიაყურადებთ, ათასგვარ იდუმალ ამბებს მოგიყვებათ!
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.