შესვლა

ან

ბუნება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ  ბალდაში, აღმოაჩენთ ბუნების ძეგლს - ჯორწყუს ორსართულიან მღვიმეს. მღვიმის მთელ სიგრძეზე აღინიშნება მღვიმური ნალექები, მათ შორის სჭარბობს სტალაქტიტები, სტალაგმიტები- იშვიათია. მდიდარია პლასტიკური თიხის, 3,5 – 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმეში 16 გრადუსია. მღვიმეში გაედინება 4-5 ლ/წმ დებიტის მქონე ნაკადი, რომელსაც აღმოსავლეთ განშტოებასთან უერთდება მეორე ნაკადი. მიწისქვეშ 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს ხეობის მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და ობობები, ხოლო ნაკადში – ღორტავები. მღვიმე პალეოლითური ადამიანის სადგომს წარმოადგენს. ნაპოვნია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველთა ძვლები.

პარტნიორები