ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
ხობისწყლის ხეობას ცოტა ზემოთ თუ აუყვებით ლუგელას მინერალურ წყალს შეხვდებით, რომელიც სხვადასხვა სახის დაავადებას მკურნალობს. შესაძლებელია ,,ლუგელას“ თან წამოღებაც, რადგან მაღალი მინერალიზაციის გამო წყალი დიდხანს ინახება და ამ თვისებებით მსოფლიოში ბადალი არ ყავს. ხეობის კიდევ ცოტა უფრო ზევით, ღუნჯისა და გვალაშარას ჩანჩქერებია. ლუგელა მაღალმთიან სამეგრელოში მდებარე ტობავარჩხილის ჯადოსნური ტბებისკენ მიმავალ გზაზეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.