ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
კოლხეთი მრავალმხრივ უნიკალურია. აქ ყველაფერი თავისთავადია. აქ მწერიც კი უნიკალურ გასტრონომიას ქმნის! კოლხური ფუტკარი მსოფლიოში ცნობილ, აღიარებულ სამ სახეობათაგან ერთ -ერთია და ყველასგან ნესტრის განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩევა, რაც მას ბევრად უფრო პროდუქტიულს ხდის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.