ამიერკავკასიაში ყველაზე დიდია თავისი მასშტაბებით. მსოფლიოში კი, ძირითადი პარამეტრებით, ეს თაღოვანი კაშხალი უპრეცენდენტოა!
ენგურჰესის კაშხალი ჰიდროტექნიკური ნაგებობაა, რკინა-ბეტონის თაღითა და განუმეორებელი თხემით. ჰესის ბურჯები თითქოს ცას მხრებით იჭერენ! თავად კაშხალს ცის თაღის ფორმა აქვს, მიწისქვეშა ნაგებობების გრანდიოზულობა კი წარმოუდგენლად შთამბეჭდავია.
ენგურჰესს ყოველდღიურად ასობით ვიზიტორი სტუმრობს. სწორედ ამიტომაც, უახლეს მომავალში, დიდი სიურპრიზი გველის- მზადდება ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მსოფლიო დონის ატრაქცია!