შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

მუზეუმი დადიანთა ორ სასახლეშია განთავსებული და ექსპონატების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ გამოფენილია პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ნუმიზმატიკური მასალა, საბრძოლო იარაღები. აქ იპოვით უძველეს კოლხურ მონეტას- კოლხურ თეთრს.  აქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები, რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. ამ უნიკალური მუზეუმის გარშემო, 67 ჰექტარზე, დადიანების მიერ გაშენებული უნიკალური ტყე-პარკი მდებარეობს. აქ ენდემურ ჯიშებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები ხარობს.

პარტნიორები