შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

დადიანების სანადირო რეზიდენცია ზუგდიდიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. აქ სამეფო გვარის ნამდვილი წარმომადგენლები გიმასპინძლებენ. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ადიუტანტ აშილ მიურატისა და სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის - სალომე დადიანის შთამომავალი პრინცი ალენ მიურატი და პრინცესა ვერონიკა დე შაბო ტრამკური საფრანგეთიდან ჭკადუაშში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდნენ და ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა გადაწყვიტეს. აქ თქვენ იხილავთ XVIII საუკუნის საფრანგეთისა და სამეგრელოს ისტორიასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან ნივთს, დააგემოვნებთ სამეფო ღვინოებს და ასევე დატკბებით თვალწარმტაცი ხედებით, რომელიც რეზიდენციიდან იშლება.

პარტნიორები