შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

ქალაქ ზუგდიდში, თამარ მეფის ქ. N8-ში მდებარეობს ფოლკ-სახლი, რომელიც თავიდანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას განსხვავებული არქიტექტურით. აქ დაგხვდებათ მეგრული ყოფის ავთენტური გარემო, სადაც მასპინძელი ჩაგიტარებთ მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასს, რის შემდეგაც, კერძების დაგემოვნების პარალელურად დატკბებით მასპინძელ-ფოლკლორისტის შემოქმედებით. მყუდრო, მშვიდი და ტრადიციული გარემოს მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია!

პარტნიორები