ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
ადრინდელი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური ცენტრი მარტვილთან ახლოს, მთის თხემზე მდებარეობს. გადმოცემით, აქ წარმართები დიდ მუხის ხეს (მეგრულად ,,დიდი ჭყონი“), დედისერთა ჩვილ ბავშვებს მსხვერპლად სწირავდნენ, საიდანაც წარმოდგება ადგილის სახელწოდება. მონასტერში არის დაკრძალული სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე დადიანი და სამთავროს დიდგვაროვნები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.