შესვლა

ან

ბუნება

მოთენას მღვიმე მარტვილში, ასხის მასივზე მდებარეობს, მდინარე აბაშის მარცხენა მხარეს. მღვიმე ორსართულიანია და მასში უწყვეტ ნაკადად გამდინარე წყალი მდინარე აბაშაში ჩაედინება. ღია ხეობაში ამოყვანილ ქვითკირის კედელში სათოფურებია- როგორც ჩანს ეს ადგილი დამცავ ციხე-სიმაგრედ იყო გამოყენებული. მღვიმეში სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, ტრავერტის კასკადებითა და უზარმაზარი ლოდების სიმრავლით გამორჩეული ორი დიდი დარბაზია. მღვიმე ზღვის დონიდან 473 მეტრზე მდებარეობს და ვიზიტორების აღფრთოვანებას ყოველთვის ახერხებს.

პარტნიორები