აღწერა
ოჯალეში ვაზის ძველი, მეგრული ჯიშია. ის ერთ-ერთი გამორჩეულია სამეგრელოში შემორჩენილი სამოცი სახეობის ვაზის ჯიშთაგან. ოჯალეშისგან ბრწყინვალე ღვინო დგება- ნახევრად ტკბილი, ხასხასა წითელი შეფერილობითა და ველური ვარდის მსუბუქი არომატით!
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ოჯალეშის ევროპული წესით მოშენება-მოყვანა და ღვინის წარმოება, ნაპოლეონ ბონაპარტეს შთამომავალმა და დადიანების სიძემ, ფრანგმა აშილ მიურატმა დაიწყო.
ოჯალეში ერთად-ერთი ღვინო არ არის სამეგრელოში, რომლითაც აღფრთოვანდებით. გამოყევით ღვინის გზას და თქვენ საოცარ ღვთიურ სითხეებს აღმოაჩენთ!