შესვლა

ან

თეთნულდი- სამთო-სათხილამურო კურორტი

კურორტი თეთნულდი მდებარეობს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. მისი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა. კურორტი აღჭურვილია ღია და დახურული საბაგიროებით.

კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო-რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, ავტომანქანის უფასო სადგომი. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ სათხილამურო აღჭურვილობაც. კურორტზე თხილამურზე სრიალის გარდა შეგიძლიათ დაგეგმოთ საცხენოსნო ტურები, იფრინოთ პარაპლანით, დაკავდეთ სნოუბორდით, თავისუფალი სრიალით (freeride), სკიტურითა და ჰელისკით.

დატკბით ულამაზესი ხედებით დიდებულ მწვერვალებზე - უშბასა და თეთნულდზე, აღმოაჩინე სვანეთში შენი საყვარელი ზამთრის კურორტი!

ღონისძიებები

29 - July 2020
კვირიკობა
address თეთნულდი- სამთო-სათხილამურო კურორტი

თუ მესტიის მუნიციპალიტეტში, კალაში ივლისის ბოლოს მოხვდით, სახალხო დღესასწაულს, კვირიკობას ნუ გამოტოვებთ! 28 ივლისს აქ ლაგურკაში, X-XI- საუკუნეებში ნაგებ ტაძარში მომლოცველები იკრიბებიან და შალიანს, ბიზანტიურ სანაწილე ხატს სცემენ თაყვანს!

12 - მარტი 2020
ლამპრობა
address თეთნულდი- სამთო-სათხილამურო კურორტი

ლამპრობა, სვანების მისტიური ტრადიციაა. ამ დღეს, ადრე გაზაფხულზე, თებერვლის თვეს აღნიშნავენ. ალიონზე სვანები ანთებული ლამპრებით გამოდიან, კონებად კრავენ. უხუცესი მოსავლიანობის ქალღმერთს ხვავიან წელს ავედრებს. სხვა ვერსიით კი, სვანები ლამპრის ცეცხლით მიცვალებულთა სულებს ათბობენ... ასეა თუ ისე, ამ ღამის ნახვა ერთ რამედ ღირს- ლამპრების ცეცხლით განათებული სვანეთი განსაკუთრებულად იდუმალი და მისტიურია!

arrow
arrow

პარტნიორები