თუ არ ყოფილხართ, აუცილებლად გაიგებდით ისრაელის ქალაქ ბეთლემის შესახებ, სადაც ძე კაცისა იშვა. თუმცა თქვენ სხვა ბეთლემიც უნდა აღმოაჩინოთ- ის სამეგრელოშია! დიახ, სწორად წაიკითხეთ- სამეგრელოში, მდ. ტეხურის ულამაზეს კანიონს როგორც კი გაივლით, ნოქალაქევთან ახლოს, ულამაზესი სოფელი, ბეთლემი შეგხვდებათ. აქ ნამდვილ კოლხურ გარემოს შეიგრძნობთ. დაკიდული საცალფეხო ხიდებით მოხვდებით შერეულ ტყის მასივში ჩაფლულ სახლებში, სადაც მასპინძელი მუდამ ელოდება თავის სტუმარს.