შესვლა

ან

ბუნება

გარდა ისტორიული ღირებულებისა, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის სიახლოვეს მდებარეობს დედამოკას ულამაზესი ხეობა. აქ მდინარე ტეხური ანტეცედენტურ ლანდშაფტს ქმნის, სადაც შეხვდებით კანიონებს, კოლხურ ტყეებს, ბზის კორომებსა და იშვიათი სახეობის რუხი ყანჩების საბუდარს, რომლებიც შორეული აფრიკიდან მოფრინავენ. ამავე ხეობაში მდებარეობს ნოქალაქევის თერმული წყლები, რომელიც, ველური და ხელშეუხებელი ბუნების წიაღში, ზაფხულში ასობით დამსვენებელს იზიდავს. აქვე სამკურნალო თერმული წყლები ტრავერტინების, იშვიათ, ,,ცხელი წყლის ჩანჩქერს" ქმნის. 

პარტნიორები