აღწერა
სამეგრელო მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს კერას წარმოადგენს საქართველოში. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის ღვინის შესახებ გვხვდება, რასაც ადასტურებს არაერთი უნიკალური არქეოლოგიური მასალა. მეგრულ ღვინოს აქვს სახასიათო, გემოვნური თვისებები და არომატი. სხვადასხვა კლიმატური ზონების და ნიადაგის თავისებურებების გამო სამეგრელოში ვაზის გაშენების ორი მეთოდია გავრცელებული, დაბლარი და მაღლარი (ვაზი ძირითადად ხეზე ან ტალავერზეა გაშვებული) სამეგრელოში 40-ზე მეტი უნიკალური ვაზის ჯიშია ცნობილი.
დღეს სამეგრელოში მეგრული ვაზის ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაცია მიმდინარეობს. ხარდანი, ოჯალეში (იგივე შონური), კოლოში, მაჭკვატური, ჭყვიტილური, პანეში, ჩეჭიფეში და ა.შ. - უნიკალური მეგრული ვაზის ჯიშებია.