ამერიკულმა საიტმა The Top Tens გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ათეული უნდა დასახელებულიყო. შეფასებების მიხედვით საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.
..და არც თუ უსაფუძვლოდ- საქართველოს დასავლეთით მდებარე ქალაქი ფოთი ამის ნათელი მაგალითია! ქალაქის წარსული ბოლომდე შეუსწავლელი და ბურუსით მოცულია. მკვლევარები თვლიან, რომ ანტიკური ფაზისი ფაზისის ზღვაშია დაძირული.
ფოთი საპორტო ქალაქია და ის კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავზეა გაშენებული.
ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში გაშენებული ელინთა ქალაქი, უძველესი ფაზისი, ყველაზე კარგად მოგიყვებათ ბერძენ არგონავტთა ლაშქრობისა და კოლხი მედეას თავგადასავალს...