აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელი სუჯუნა, რომელიც გამოირჩევა ისტორიული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობებით. აქ ნახავთ ებრაელთა სინაგოგას, რომელიც თარიღდება მე-19 საუკუნით; ასევე წმინდა გიორგის სახელობის სამთავიან, გუმბათოვან ტაძარს, რომლის მშენებლობაც დაიწყო მე-18 საუკუნის მიწურულს.
თქვენს ყურადღებას ასევე მიიპყრობს აკაკი ხოშტარიას საუკუნოვანი სახლი, საინტერესო და დახვეწილი არქიტექტურით, რომელსაც შესაძლებელია მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ სოფელში სინაგოგა და სუჯუნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი სხვადასხვა კონფესიის ადამიანებს სიყვარულით აერთიანებს.