შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

ფოთის ცენტრში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ფოთის ნავსადგურის დამაარსებლის - ნ. ნიკოლაძის კოშკს შეხვდებით, რომელიც ასევე არის ფოთის ისტორიული გალავნის ერთადერთი შემორჩენილი ნაწილი.

ნიკო ნიკოლაძის კოშკი გამოირჩევა როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული ღირებულებით. ის აშენდა მე-16 საუკუნეში, ხოლო ნიკო ნიკოლაძემ მისი რეკონსტრუქცია მოახდინა მე-19 საუკუნის მიწურულს, დააშენა 2 სართული და მე-5 სართულზე განათავსა მის მიერ პარიზიდან ჩამოტანილი მექანიკური საათი. დღეს კოშკში ასევე ფუნქციონირებს ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი. კოშკი რეაბილიტირებულია და მისი დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია.

პარტნიორები