ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ 1915 წელს დედის სახელზე აბაშის სოფელ სუჯუნაში ევროპელი არქირექტორების დახმარებით ორიგინალური და დახვეწილი არქიტექტურით გამორჩეული სახლი ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა. დღეს კი ხოშტარიების საცხოვრისის გამორჩეული არქიტექტურა მრავალ დამთვალიერებელს იზიდავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.