შესვლა

ან

მეგრული (კოლხური) ღვინო

მეგრული ღვინის ხარისხსა და თვისებებზე თავის ჩანაწერებში არაერთი ცნობილი ეთნოგრაფი და მეცნიერი წერს. ფრანგი მოგზაური ჟანშარდენი მე-17 საუკუნეში მიიჩნევდა, რომ მეგრული ღვინო საუკეთესოა მთელ აზიაში. საფრანგეთის კონსული თბილისში, ჟან ფრანსუა გამბაც, საქართველოში 1820-იან წლებში მოგზაურობის აღწერისას მეგრულ ღვინოს საუკეთესოს უწოდებდა. შვეიცარიელი ისტორიკოსი, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე კი მიიჩნევდნენ, რომ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე ყველაზე კარგ ღვინოს სამეგრელოში აყენებდნენ.

სამწუხაროდ, უნიკალური მეგრული ჯიშების დიდი ნაწილი  და ღვინის დაყენების ტექნოლოგია მივიწყებულია. სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) რეგიონში ტურიზმის განვითარების ეთნო-კულინარიული ხედვის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი სამეგრელოში ღვინის მარნების შექმნასა და ზოგადად მეღვინეობის ტრადიციების აღდგენას უკავია.

მეგრული რთველი ნოემბერ-დეკემბერში იმართებოდა. ტრადიციულად, ხეებზე ფორმირებული ვაზიდან დაკრეფილ ყურძენს მაწილარი (მკრეფავი) კონუსური ფორმის კალათში - გიდელში - ათავსებდა და მეგიდელეს - გიდლის მცლელს - აწვდიდა. ამ დროს რთველის მონაწილები შრომის სიმღერას - ო გიდელი - დასძახებდნენ.

ყურძენი ფეხით იწურებოდა ოჭნახში (საწნახელი), სადაც დუღილის პერიოდში ტკბილს რამდენიმე დღე აყოვნებდნენ. საბოლოოდ, ხარხენით (წნეხი) გამოწნეხილ მაჭარს ლაგვანებში (ქვევრებში) ასხამდნენ ჭაჭით, ან მის გარეშე და იანვრამდე ლუქავდნენ. მეორადი დუღილის ასაცილებლად ღვინოს ლექიდან იანვარში ხსნიდნენ. გადაღებულ ღვინოს იმავე ლაგვანებში აბრუნებდნენ და ქვევრს გადასავსებად დაჭრილ ჭველას (თხმელა) ნაწილებს ამატებდნენ. ლაგვანები დარგული იყო ღია ცის ქვეშ, ტალავერში, ნალიის ქვეშ ან მარანში. ეზოში დაფლულ ქვევრებს გარშემო მარადმწვანე კულტურებს ურგავდნენ.

პარტნიორები