კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალურია. ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. აქ მდებარეობს ჭარბტენიანი ეკოსისტემა.ამ ადგილას ნახავთ მხოლოდ ყვითელ ყაყაჩურასა და ზღვის შროშანს- წითელ წიგნში შესულ, გადაშენების პირას მყოფ ენდემურ სახეობებს. აქ, კოლხეთის ეროვნულ პარკში ბინადრობს ფრინველთა 194 სახეობა. ასობით ვიზიტორს იზიდავს შემოდგომაზე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება- ამ ადგილზე გადის ფრინველთა მიგრაციის მარშრუტი.
ამ ტერიტორიაზე მდებარეობს კაცობურის აღკვეთილი, სადაც იხილავთ კოლხური ტყის ნაშთებს. გაგაოცებთ აქ მობინადრე კოლხური ხოხობის სილამაზე.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია ვიზიტორთათვის ღიაა.