შესვლა

ან

მიმართულებები

საქართველო ძალიან მდიდარია ნაირგვარი ლანდშაფტით, საოცარი ბუნებით თუ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლებით და ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად საპატიო ადგილს იკავებს სამეგრელო. უძველესი ნამოსახლარები, უნიკალური ტაძრები და ციხესიმაგრეები საოცარ ისტორიებსა თუ მითებს გვიამბობენ და ზღვარი ქრება კიდეც ლეგენდასა და რეალობას შორის. ეს მხარე ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით. 

კლდეებში ნატვრისთვალივით ჩაბნეული ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მორევია ყველა მნახველისთვის. 

სამეგრელოში მდებარეობს ენდემური სახეობებით მდიდარი კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი

შეუძლებელია არ გაგაოცოთ მრავალტონიანმა ლოდმა, რომელსაც ქუაქანცალიას ეძახიან, რადგან ხელის მცირე შეხებაზეც კი ირწევა. 

როგორც ხედავთ, ამ მხარეში სხვადასხვა გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვნოს თავისი პატარა სამოთხე.

მიმართულებები

ღონისძიებები და სიახლეები

16 - July 2020
ვლაქერნობა
address

ზუგდიდის დადიანების სასახლე

ზუგდიდში, სამეგრელოს ულამაზეს ევროპულ ქალაქში, 15 ივლისს სახალხო დღესასწაული, ვლაქერნობა იმართება. ამ დროს მართლმადიდებელი მომლოცველები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ზუგდიდში იკრიბებიან, რათა თაყვანი სცენ ქრისტიანთა ერთ-ერთ დიდ სიწმინდეს, ღვთისმშობლის შესამოსელს, რომელიც ამჟამად დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმშია დაბრძანებული.  წელიწადში ერთხელ, სწორედ ამ დროს   ხდება ამ სიწმინდის გამობრძანება მუზეუმიდან და მომლოცველები ლიტანიობით შემოატარებენ ქალაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიას.

ზუგდიდში, შენდება გრანდიოზული ტაძარი, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელს ატარებს, სადაც მოხდება შესამოსელის დაბრძანება და ყველა მომლოცველს საშუალება ექნება, ტურინში დავანებული იესოს სუდარის მსგავსად, ზუგდიდშიც მიეახლოთ ამ დიდ სიწმინდეს.

12 - მარტი 2020
ლამპრობა
address

თეთნულდი- სამთო-სათხილამურო კურორტი

ლამპრობა, სვანების მისტიური ტრადიციაა. ამ დღეს, ადრე გაზაფხულზე, თებერვლის თვეს აღნიშნავენ. ალიონზე სვანები ანთებული ლამპრებით გამოდიან, კონებად კრავენ. უხუცესი მოსავლიანობის ქალღმერთს ხვავიან წელს ავედრებს. სხვა ვერსიით კი, სვანები ლამპრის ცეცხლით მიცვალებულთა სულებს ათბობენ... ასეა თუ ისე, ამ ღამის ნახვა ერთ რამედ ღირს- ლამპრების ცეცხლით განათებული სვანეთი განსაკუთრებულად იდუმალი და მისტიურია!

12 - აგვისტო 2019
ცოტნეობა
address

ხობის მონასტერი

სახალხო დღესასწაული ხობში, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს აღინიშნება. დღესასწაული ეძღვნება ცოტნე დადიანს, ვისი რწმენა, სიყვარული და თავდადება თითოეული ქართველისთვის გმირობისა და ერთგულების მაგალითია. ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი XIII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

26 - September 2020
მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ხობში
address

ხობის მონასტერი

ზაფხულში, ყოველ მეორე წელს მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მეგრული ეთნო მუსიკისა და ცეკვის მოყვარულები იკრიბებიან. ამ დღეს სამეგრელოსა და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ფოლკლორის დიდოსტატები. თუ თქვენ კოლხური სულისა და ხასიათის უკეთ შეცნობა გსურთ- მოდით ფესტივალზე!

05 - October 2019
ჯარალუა
address

ქუაქანცალია

ოქტომბრის ბოლო კვირას, ყოველწლიურად, წალენჯიხაში ჯარალუაა! სახალხო ზეიმი, ხალხური ტრადიციებითა და ადათებით გაჯერებული ულამაზესი დღესასწაული, სადაც უამრავი ადამიანი მონაწილეობს. იმართება სპორტული ღონისძიებები და კულინარული კონკურსები.

05 - აგვისტო 2020
ობოხუობა
address

მუხური

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში აღინიშება ,,ობოხუობა“. ობოხუა, - არის 2 მეტრამდე სიმაღლის, ხისგან დამზადებული, მაღალი წყვილი ჯოხი, რომელსაც სამეგრელოში ჭაობებზე და მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ. ,,ობოხუობა“ გულისხმობს აღიშნული ოჩოფეხებით როგორც ხმელეთზე, ასევე მდინარე ხობისწყალზე სპორტულ შეჯიბრებას. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მიაღწევს ნაპირს აღნიშნული ,,სატრანსპორტო საშუალებით“. 

29 - July 2020
კვირიკობა
address

თეთნულდი- სამთო-სათხილამურო კურორტი

თუ მესტიის მუნიციპალიტეტში, კალაში ივლისის ბოლოს მოხვდით, სახალხო დღესასწაულს, კვირიკობას ნუ გამოტოვებთ! 28 ივლისს აქ ლაგურკაში, X-XI- საუკუნეებში ნაგებ ტაძარში მომლოცველები იკრიბებიან და შალიანს, ბიზანტიურ სანაწილე ხატს სცემენ თაყვანს!

21 - აგვისტო 2020
მენჩურუა
address

მუხური

,,მენჩურუა“ ანუ იგივე ,,წყალჭიდი“ იმართება მთიანი სამეგრელოს სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე, თამარ მეფის დროინდელ ხიდთან, ყოველი წლის აგვისტოს თვეში. სპორტული შეჯიბრება-ფესტივალი საკმაოდ პოპულარულია სოფელში და მასზე დასასწრებად როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან.

მეცნიერთა ვარაუდით, მენჩურუა ანუ წყალჭიდი კოლხ მებრძოლ ზღვაოსანთა შექმნილია და დაახლოებით 3 ათასწლოვან ისტორიას ითვლის. შეჯიბრება იმართება მდორე, ღრმა და სუფთა წყალში, მსაჯის ნიშანზე, მეტოქეები ერთმანეთთან ბრასით მიცურდებიან და ცდილობენ ხელის თავში, კისერში ან მხრებში ჩავლებით მოწინააღმდეგე ჩაძირონ. წაგებულად ითვლება ის, ვისაც თავზე წყალი გადაუვლის. შეჯიბრება ძიუდოს წონითი კატეგორიების შესაბამისად (7 წონით კატეგორიაში) და ძიუდოს ტურნირების მსგავსი სტრუქტურით იმართება. აკრძალულია წყლის განზრახ შეშხეფება, განზე გახტომა, გაქცევა, მაჯაში ხელის ჩავლება, ხელ-ფეხის ჩარტყმა, წელსა და ფეხზე ჩამოკიდება - ამ წესის დამრღვევი შეჯიბრებიდან იხსნება.

arrow
arrow

მარშრუტები

მარშრუტი ყვირას მთა-ქუაქანცალიამდე
icon 7 place

მარშრუტი მიუყვება შედარებით ნაკლებად ცნობილ სამთო ბილიკებს ყვირას მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე. მწვერვალიდან თქვენ შეძლებთ დატკბეთ, სამხრეთით, კოლხეთის ველის პანორამული ხედებით, ხოლო, ჩრდილოეთით, კავკასიის მაღალი მთებით, თუმცა ტურის მსვლელობისას ხედები ძირითადად დაფარულია. სამაგიეროდ, სანახაობის კომპენსირებას შეძლებთ იმავე  მთაზე ,,ქუაქანცალიას" დათვალიერებით. ,,ქუაქანცალია" კირქვული ლოდია, რომელიც სიმაღლე 1.75 მეტრია, სიგანე 2.10 მ, ხოლო წონა დაახლოებით 10-12 ტონაას აღწევს. ქუაქანცალიას ლოდი საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური ბუნების ძეგლია და იმით არის საინტერესო, რომ მიუხედავად მისი ზომებისა, სუსტი მიწოლითაც კი ქანაობას იწყებს.

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღიანი

ტურის მარშრუტის გავლას, რომელიც მოიცავს სოფელ ჩქვალერიდან ყვირას მთის მიმართულებით გასვლას და, უკან, კურორტ სქურში დაბრუნებას, დაახლოებით ორი დღე დასჭირდება.

სირთულე: საშუალო

ყვირას მთიდან ჩამოსასველი ტურისტული გზა მარკირებული არ არის და, ამიტომ, ცოტა პრობლემატურია, თუმცა არა იმდენად, რომ მარშრუტი რთულად ჩაითვალოს. 

როგორ მოვხვდეთ ჩქვალერში:

იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდსა და ჩქვალერს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, გირჩევთ აიყვანოთ ტაქსი, რომელიც 40-50 ლარი დაგიჯდებათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ ,,მარშრუტკით" ჯვარამდე და იქიდან აიყვანოთ ტაქსი ჩქვალერამდე, რომელიც 20 ლარი დაგიჯდებათ. ყველაზე იაფი ვარიანტია, გაყვეთ ,,მარშრუტკას" ჯვარამდე და შემდეგ გააგრძელოთ გზა ფეხით, მაგრამ არ გირჩევთ, - რუკაზე ასე არ ჩანს, თუმცა გზა არის ვიწრო, დამღლელი და გორაკ-ბორცვიანი.

როგორ წამოვიდეთ სქურდან:

ეს არც ისე იოლია. ბოლო სალაშქრო წერტილიდან, კიდევ გჭირდებათ 5 კილომეტრი ფეხით გაიაროთ, სანამ მთავარ გზას მიაღწევთ. აქედან შეძლებთ გააგრძელოთ გზა ავტოსტოპით ან ტაქსით (დაახლოებით 40 ლარი დაგიჯდებათ). უფრო მარტივია, როდესაც ზუგდიდში მოხვდებით (ტურის დაწყებამდე), წინასწარ გამოართვათ რამდენიმე ტაქსის მძღოლს ტელეფონის ნომერი. თქვენ ნამდვილად გამოგადგებათ ეს ნომრები, როდესაც ყვირას მთის ტურიდან სქურში დაბრუნდებით და ტრანსპორტის მოძებნა მოგიხდებათ. 

სრულად arrow
ტური: სამეგრელოს სიწმიდეები
icon 7 place

ტური მოიცავს შემდეგი ადგილების დათვალიერებას:


  • დადიანების სასახლე და კარის ეკლესია (ღვთისმშობლის კვართი)
  • ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარი
  • ცაიშის მონასტერი (მე-11 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ძეგლი)
  • ხობის მონასტერი (აქ ინახებოდა ღვთისმშობლის წმინდა კვართი და საარაუდოდ, აქვეა წმინდანად შერაცხული გმირის - ცოტნე დადიანის საძვალე))
  • მენჯის მთავარანგელოზი (წმ. ალექსი შუშანიას მიერ აგებული ტაძარი და  მისი საფლავი)
  • თეკლათის დედათა მონასტერი (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სულიერი მოძღვრის - შიო ძიძავას საფლავი, ღვთისმშობლის მიძინების ხატი და უძველესი სულიერი კერა)
  • ნოქალაქევის ტაძარი (ორმოცმოწამეთა სახელზე აგებული მე-5 საუკუნის ერთ-ერთი უიშვიათესი ბაზილიკური ტაძარი)
  • მარტვილის მონასტერი და ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენცია
  • სალხინოს ეკლესია


საწყისი წერტილი: ქ. ზუგდიდი

დაბინავება: ქ. მარტვილი და ქ. ზუგდიდი

სრულად arrow
ტური: მთიანი სამეგრელოსკენ - ლაკადა
icon 7 place

ლაკადა - სამეგრელოს მარგალიტია. სწორედ აქ ეგრისის ქედის ძირში გაშენებულ სოფლებში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჯადოსნური ბუნება, ადგილობრივების უნიკალური ყოფა და ნამდვილი მეგრული ხასიათი.

ტური იწყება მარტვილის კანიონიდან და მიუყვება სამეგრელოს მთისწინეთისკენ  მიმავალ ჩრდილოეთის გზას. მთლიანი გზის სიგრძეა 100 კმ. შედგება ორი ერთამენთთან დაკავშირებული მონაკვეთისგან: I - მარტვილის კანიონებიდან სოფელ მუხურამდე, ხოლო II - სოფელი მუხურიდან ენგურის კაშხლამდე.


ტური მოიცავს შემდეგი 10 ლოკაციის დათვალიერებას:


დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სალხინოში (1) 

წაჩხურუს მონასტერი (2)

ოჩხომურის ჩანჩქერი (3)

ოცინდალე (4)

მუხური (5)

შურუბუმუ (6)

მდ. ხობისწყლის ხეობის ჩანჩქერები (7)

კურორტი სქური (8)

ინწრას ხეობა (9)

ენგურის კაშხალი (10)

სრულად arrow
ტური: დადიანების კვალდაკვალ
icon 7 place

დადიანები, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარის, სამეგრელოს მმართველი ფეოდალები იყვნენ XII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. სამეგრელოს გარდა გარკვეულ პერიოდში მათ ასევე ეჭირათ დღევანდელი აფხაზეთის, იმერეთის, გურიისა და სვანეთის ტერიტორიებიც. საქართველოს ამ ერთ-ერთი უძლიერესი დინასტიის წარმომადგენლებმა მრავალი სასახლე, ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერი ააგეს, რომლებიც დღეს სამეგრელოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

წინამდებარე ტური, დადიანების სახელთან დაკავშირებული 15 იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის დათვალიერებას მოიცავს, რომლებიც სამეგრელოში დღემდეა შემორჩენილი. ყველა ეს ლოკაცია ადვილად მისასვლელი და აღმოსაჩენია.


ტური მოიცავს შემდეგი 15 ისტორიული ლოკაციის დათვალიერებას:


დადიანების მთავარი სასახლე და მუზეუმი ზუგდიდში (1)

დადიანების მიერ გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი (2) 

ცაიშის მონასტერი - დადიანთა საგვარეულო საძვალე (3)

 ხობის მონასტერი - ცოტნე დადიანის გმირობის ამბავი (4)

შხეფის ციხე - ტექნიკური ღირებულებებით გამორჩეული დადიანთა მიერ აგებული ციხე-სიმაგრე (5)

ლევან II დადიანის მიერ აგებული ეკლესია ძველ სენაკში (6)

დადიანების რეზიდენცია ანტიკური ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე ნოქალაქევში (7)

ჭყონდიდის მონასტერი - დადიანების მიერ განახლებული უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ძეგლი (8)

დადიანების ნაქონი მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ნივთები მარტვილის მუზეუმში (9)

დადიანების საბანაო (10)

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია (11)

ჭაქვინჯის ციხე - სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დაბადების ადგილი (12)

წალენჯიხის მონასტერი - ლევან II დადიანის ეკვდერი (13)

კორცხელის ტაძარი - დადიანების ევროპული პოლიტიკა (14)

დადიანების სანადირო რეზიდენცია (15)

სრულად arrow

პარტნიორები